მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალი კვირა გეოპოლიტიკურად განსაკუთრებით დატვირთული და საინტერესო იქნება, რადგან 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრები, სადაც აშშ-უკრაინა-რუსეთი ახალ ფორმატში შეეცდებიან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას.

ამასთან, მომდევნო დღეებში გადაწყდება თუ ვინ შეძლებს ისრაელის ახალი მთავრობის დაკომპლექტებას - ბენიამინ ნეთანიაჰუ თუ ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, გადი ეიზენკოტი.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო იერიშების წამოწყება თუ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სწორედ ისრაელის არჩევნებზე და მის ახალ პრემიერ-მინისტრზე იქნება დამოკიდებული. რადგან ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, თუ ისრაელის ლიდერი ეიზენკოტი გახდება, ის ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს.

ამასთან, მომავალი კვირა გამორჩეულად დატვირთული იქნება უმსხვილესი კომპანიების ფინანსური შედეგების გასაჯაროების მიმართულებით. კერძოდ, თავიანთ შედეგებს გაგვაცნობენ: Cisco, Applied Materials, Brookfield, Nebius, Mitsubishi UFJ, Sumitomo Mitsui, Petroleo, Constellation Energy, Barrick Mining და Occidental Petroleum.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2026 წლის III კვარტალი)
  • სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის ოქტომბერი)
  • საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის ოქტომბერი)
  • ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის სექტემბერი)
  • ბიზნეს დემოგრაფიის მაჩვენებლები (2025 წელი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები