მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი იქნება, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით 2024 წლის პირველი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, FED-ის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს ისევ უცვლელად, 5.5%-იან ნიშნულზე დატოვებს. უშუალოდ FED-ის გადაწყვეტილებაზე საინტერესო იქნება უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლა, რომელმაც სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომენტარები უნდა გააკეთოს და ბაზარს FED-ის მოლოდინები უნდა გაუზიაროს. გარდა ამისა, მომავალ კვირას ცნობილი გახდება ამერიკის უმუშევრობის სტატისტიკაც. სავარაუდოდ, მაჩვენებელი 3.7%-ის ფარგლებში იქნება.