ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცემებმა დონალდ ტრამპის ხელისუფლება „ეკონომიკური ომის“ წარმოებაში დაადანაშაულეს.
ჩინელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ თეთრი სახლი ჩინეთის განვითარებას ხელს უშლის;
გარდა ამისა, ჩინური მედიის წარმომადგენლები სავაჭრო მოლაპარაკებებში შექმნილ გაუგებრობებში სწორედ ამერიკას ადანაშაულებენ; როგორც ისინი წერენ, ვაშინგტონმა ყველა დისკუსიაში უკან დაიხია.
„სამწუხარო და შემაშფოთებელია, თუ როგორ შეიცვალა აშშ“ - ამ სათაურით სტატია გავლენიანმა ჩინურმა გაზეთმა „Global Times“-მა გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ამერიკას საბოტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი გლობალური წესრიგის მორალს სასტიკად არღვევს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი სავაჭრო დავა აშშ-სა და ჩინეთს შორის გასულ კვირას უფრო გამწვავდა; ოფიციალურმა პეკინმა ვაშინგტონს სანქციების საპასუხოდ, საბაჟო გადასახადები გაუძვირა.

























