პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სახელწოდება ეცვლება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, შესაძლოა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დაერქვას.
„კომიტეტის დასახელებას ვცვლი. შესაძლოა, ამას ვინმემ ირონიით შეხედოს, მაგრამ ვცვლი სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკა მინდა მთავარ სიტყვად ვაქციო.
თუ ჩვენ რეალურად იმ დოკუმენტს დავწერთ, რომელიც შემდგომში ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება, გაუგებრობები აღარ იქნება,“ - განაცხადა კაკულიამ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“.
დამატებით, როგორც დეპუტატმა bm.ge-ის განუცხადა, შესაბამისი ცვლილებების პაკეტი უკვე მზად აქვს და მისი მიღება საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მოხვდება.

























