მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური საბჭოს აპარატი უქმდება, დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს კი ბიუჯეტი აღარ დააფინანსებს

583d7e98233ba
BM.GE
29.11.16 17:07
1737
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში ასახულია ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირება.

"უქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი, მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; საინვესტიციო სააგენტო უერთდება მეწარმეობის სააგენტოს; დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო აღარ დაფინანსდება ბიუჯეტიდან", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები