მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისგან მოისმინეს, თუმცა პრესრელიზში გადამუშავებული ბიუჯეტის ახალ პარამეტრზე არაფერი წერია.

"აღინიშნა, რომ 2024 წლის ბიუჯეტით იზრდება სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება, პედაგოგთა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ასევე, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გათვალისწინებული ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

საბჭოს წევრებმა სხდომაზე სამუშაო რეჟიმში განიხილეს ასევე მიმდინარე წლის ცხრა თვის ეკონომიკური ტენდენციები, ბიუჯეტის შესრულების შედეგები და 2024 წლისთვის ახალი პროექტები და ეკონომიკური ინიციატივები", - წერია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები