მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდა 9 თვეში 9.8%-ია - როგორია მოლოდინები?

სექტემბერში ეკონომიკა 8.3 %-ით გაიზარდა, ხოლო ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტია. ოფიციალური სტატისტიკის კვალდაკვალ თიბისი კაპიტალში არსებული წლიური ზრდის პროგნოზი დაადასტურეს და განმარტეს, რომ ანგარიშის მხიედვით მათი პროგნოზი სექტემბრის შედეგთან შედარებით მხოლოდ 0.3 პ.პ-ით განსხვავებაა, შესაბამისად 2024 წლისათვის პროგნოზი უცვლელია წლიური 9.4%. საქსტატის მონაცემებითვე თითქმის 12%-ით არის გაზრდილი მსხვილ საწარმოთა ბრუნვა, რაზეც ეკონომისტები აღნიშნავენ რომ მაჩვენებელი მაღალია თუმცა მოსახლეობაზე ასახვა არ ხდება. ეკონომისტები ყურადღებას მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკაზეც და დასავლეთთან გართულებული ურთიერთობებით გამოწვეულ რისკებზე მიუთითებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები