მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტი: საქართველოში ამინდი უფრო სტაბილურია, ვიდრე - ლარის კურსი, ეკონომიკა და პოლიტიკა

5e08749d69bfb
ანი ციხისთავი
29.12.19 14:00
1825
„ყოველდღე ვუყურებთ ამინდსაც, ვალუტის კურსს, ეკონომიკას, პოლიტიკას და თუ შევხედავთ მთლიან კონტექსტს, ამინდი უფრო სტაბილურია ვიდრე დანარჩენი სამი მიმართულება“, - ეს განცხადება ეკონომისტმა რატი აბულაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ ქართული ეკონომიკის მიმოხილვისას გააკეთა.

“აშკარაა, რომ გადაიდგა სხვადასხვა ნაბიჯი; გასათვალისწინებელია სეზონური ფაქტორები, ეკონომიკის სამინისტროს აქტივობები, მთავრობის გამოცოცხლება, ვგულისხმობ თუნდაც საინვესტიციო აქტივობებს, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ დასაშვებ დიაპაზონში ინფლაციაც, ვალუტის კურსიც, ფასებიც და ცხოვრების დონეც, ასეთი ტემპით ამის მიღწევა საკმაოდ რთულია, რადგან ეს მიდგომები არასაკმარისია“, - აცხადებს ეკონომისტი.

რატი აბულაძის თქმით, ეკონომიკური პროგრამებისთვის არავის რჩება დრო, რადგან დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ დაპირისპირებებს ვხედავთ.

„ამ ყველაფრის გამოსწორება კი, მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკური რეფორმები არ იყოს უმისამართო და არ მოგვცეს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები