მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკოტურისტული კომპლექსი “Melaanian Vintage – Guest House” კახეთში

608cf8ccaa8cf
მარიამ იზორია
01.05.21 22:44
1681
სოფელ მელაანში მომხმარებელს ეკო პრინციპებზე აგებულ საოჯახო სასტუმროში განთავსებას, კვებას, დეგუსტაცია-მასტერკლასებსა და ტურებს შესთავაზებენ. კომპლექსი სულ 12 ადამიანზეა გათვლილი და დამსვენებლისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის ივნისიდან იქნება.

“Melaanian Vintage –Guest House“-ის დამფუძნებელი თეო თაბორიძე bm.ge-ის უყვება, რომ პროექტის განხორციელებას ნულოვანი ინვესტიციით შეუდგა, შემდეგ კი„აწარმოე საქართველოში“ გრანტი მოიპოვა.

„მოპოვებული გრანტით კომპლექსის დახვეწას ვცდილობთ, რაც შეეხება ჩვენს ეკომეგობრულობას, ინტერიერის მოწყობისას ავთენტურობას ვინარჩუნებთ, სტანდარტული სამშენებლო მასალის გამოყენებას მაქსიმლაურად ვერიდებით, ჩვენს კომპლექსში სტუმრებს მხოლოდ სოფელი მელაანისთვის ცნობილი კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ, როგორიცაა:ჭინჭრის ხინკალი, თონის ხაჭაპური, ყვითელი სიმინდის თონის მჭადები, თონის ნაზუქები, ლობიოში ჩახარშული პური, შინდის მწნილი, ასევე ბიო-ნატურალური ბალახოვანი ჩაი.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამ მსოფლიო მოგზაურობის ახალი სტილი დანერგა, რაც აქამდე ტურისტულად უცნობი ლოკაციების მონახულებას გულისხმობს. ეს ჩვენნაირ პატარა ობიექტებს განვითარებაში დაეხმარება“-ამბობს თაბორიძე.

კომპლექსის დამფუძნებელმა bm.ge-სთან საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ „Melaanian Vintage –Guest House”-ში განთავსების ღირებულება სერვისების შესაბამისობაში იქნება.

თეო თაბორიძე მელაანში ჩაის საწარმოს დაფუძნებასა და ადგილობრივების დასაქმებასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები