მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“El Ultimo Tango” - ლეო მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლეგენდარული ეპოქის დასასრული და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო თავგადასავლის ბოლო თავი. ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულება დაადასტურა. კარიერის, რომლის გზაზეც იყო მარცხი, იმედგაცრუება, ცრემლები, დაბრუნება და ბოლოს - მსოფლიო ჩემპიონობა. ბარსელონას გენიოსმა არგენტინის მაისურით ოცნებას მიაღწია, რომელიც წლების განმავლობაში მიუწვდომელი ჩანდა - ჯერ კოპა ამერიკის ტიტული, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო. ახლა კი 39 წლის მესი ეროვნულ გუნდს ტოვებს და უკან რჩება რეკორდები, ტიტულები და ეპოქა, რომელმაც ფეხბურთის ისტორია შეცვალა. „El Último Tango“ ბოლო ცეკვა იმ ადამიანისა, რომელმაც ფეხბურთი ხელოვნებად აქცია. როგორ დასრულდა მესის სანაკრებო ისტორია და რა დარჩა მისგან არგენტინისა და მსოფლიო ფეხბურთისთვის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები