მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების თემაზე სამუშაო სესია გაიმართა - სამინისტრო

ელჩები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 24 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო სესია თემაზე – „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“.

უწყების ცნობით, სამუშაო სესია "ოცნების" მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ კობახიძის კაბინეტის სხვა წევრები: მარიამ ქვრივიშვილი, ლაშა ხუციშვილი, დავით სონღულაშვილი, რევაზ სოხაძე, კახაბერ გულედანი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. სესიას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სესიის მონაწილეებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელზე ისაუბრეს და თავიანთი უწყებების მიერ განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს. განხილული იყო საგარეო ვაჭრობის განვითარება, ახალი ბაზრების ათვისება და დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა, მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფისკალური სტაბილურობის გაძლიერება, ასევე გარემოს დაცვის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებები.

უწყების ცნობით, სამუშაო სესიის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას, ამ კონტექსტში კი განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, „ელჩების კონფერენცია 2025“ უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს და 25 დეკემბერს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები