მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები
13.08.26 15:36
526

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. უწყება მოსახლეობას აფრთხილებს.

"13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები