მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელჩი: ფრანგი ინვესტორები საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე საუბრობენ

57971b67d1b03
ელენე ჩომახიძე
26.07.16 12:09
3689
"სამწუხაროდ ჩვენ საქართველოს ძალიან უმნიშნელო პარტიორები ვართ ამ ეტაპზე“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში „ბიზნესკონტრაქტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პასკალ მენიეს თქმით, საფრანგეთის წილი ქართულ ბაზარზე მხოლოდ 1 პროცენტია და ის 4-ჯერ ჩამოივარდება გერმანიისას.

"ჩვენ იტალიაზე , დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებზეც უკან ვართ საქართველოსთან პარტნიორობის თვალსაზრისით. მოკლედ რომ ვქვათ საფრანგეთი საქართველოში ძალიან მწირი დოზით არის წარმოდგენილი და ეს ძალიან ცუდია. მე შევეცადე გამეანალიზებინა თუ რატომ ჩამოვრჩებით ასე ეკონომიკის სექტორში, მაშინ როცა ორ ქვეყანას არაჩვეულებრივი პოლიტიკური ურთიერთობები აქვს. ახლა გავაკეთებ რამდენიმე შენიშვნას: ბოლო 5 წელიწადში ჩვენი საბაზრო ურთიერთიბები ფაქტობრივად გაორმაგდა, თუმცა მაინც ძალიან დაბალ საფეხურზე რჩება. 2015 წელს ვაჭრობის მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 150 მილიონი ევრო იყო, ეს ძალიან ცოტაა. რაც შეეხება ექსპორტს, ის დაახლოებით 120 მილიონი ევრო იყო და ძირითადად ფარმაცევტულ პრეპარატებს მოიცავდა. ჩემი აზრით საქართველო ძალიან ბედნიერი ქვეყანაა დაფინანსების თვალსაზრისით. ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები - მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, იბიარდი - ყველა საქართველოში მოდის ფინანსური შემოთავაზებების გასაკეთებლად. ასევე თქვენი ქვეყანა გამოირჩევა ინფრასტრუქტურული პროექტებით, როგორიცაა მაგალითად გზების პროექტები, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ყველა ეს სექტორი საინტერესოა საფრანგეთისთვის. მე ვცდილობ და აქტიურად ვმუშაობ იმაზე, რომ დავაინტერესო ფრანგული კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში. გეტყვით რომ 3 საკმაოდ მსხვილი ფრანგული კომპანია უკვე მოვიწვიე : ერთი , რომელიც სამშენებლო ინდუსტრიაში მოღვაწეობს, მოერე საკმაოდ ცნობილი კომპანიაა საფრანგეთში წყლის დასუფთავების სისტემებზე მუშაობენ და საკმაოდ მასშტაბური გეგმები აქვთ საქართველოსთან მიმართებით და კიდევ ერთი კომპანია რომელიც ერთერთი ყველაზე მსხვილი სერვის-პროვაიდერია საფრანგეთში. ამ კომპანიების წარმომადგენლები ჩამოვლენ რათა თავისი თვალით ნახონ თუ როგორია საქართველოს ბაზარი და შეისწავლონ ის.

ვფიქრობ რომ ექსპორტი მომავალ 3 წელიწადში უნდა გაორმაგდეს. ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას ისიც ძალიან შეუწყობს ხელს, რომ თქვენ უკვე გაქვთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

ფრანგი ინვესტორებისთვის ისიც საინტერესოა რომ მათ განახორციელონ საქართველოში ინვესტიცია, აწარმოონ აქ თავიანთი პროდუქცია და შემდეგ გაიტანონ ეს პროდუქცია რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში. გეტყვით რომ ჩვენ ორი მიმართულებით ვაპირებთ უახლოეს მომავალში პროექტების განხორციელებას, ეს არის ღვინო და ფერმების აშენება, საიდანაც შემდეგ ხორცს ექსპორტზე უკვე თურქეთში გავიტანთ. საქართველო ერთგვარი ჰაბიც არის ჩვენთვის. გარდა სოფლის მეურნეობისა ფრანგი ინვესტორებისთვის ძალიან საინტერესოა ტურიზმის სექტორიც. ეთადერთი რაზეც ისინი საუბრობენ და ჩივიან, არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. ამ მიმართულებით ვფიქრობ რომ ბევრი ტრენინგებია საჭირო. მე თუ მკითხავთ, ჩემთვის ყველაზე მისაღები და მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივ საგანმანათლებლო პროექტებზე საუბარი. საფრანგეთში ერთერთი გამორჩეული განათლების სისტემა მოქმედებს, ამიტომ ჩვენ გავაორმაგეთ სტიპენდიების რაოდენობა რათა ქართველმა ბავშვებმა უფრო თავისფლად შეძლონ საფრანგეთში განათლების მიღება. ფრანგული ენის არცოდნაც არ იქნება მათთვის დიდი დაბრკოლება, რადგან ჩვენთან ძალიან ბევრი სხვადასხვა ენოვანი სასწავლებელია და იქ შეუძლიათ აარჩიონ თავისთვის სასურველი ენა სასწავლებლად.

საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ყველაზე მეტად პოტენციური სფეროებია სოფლის მეურნეობა, ინფრანსტრუქტურა, ტურიზმი და განათლება“, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები