"იაპონიისთვის ძალიან სერიოზული როლია საქართველოს მხარდაჭერა" – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ქართულმა ბიზნესმა მაგალითი უნდა აიღოს იაპონური ბიზნესისგან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და განვითარებადია.
"პირველია ფინანსური მხარდაჭერა, მეორე კერძო ბიზნესის თანადგომა. თქვენი ქვეყანა საშუალო შემოსავლიანია და ჩვენ გვესაჭიროება პროგრამების შემუშავება, რომელიც ბიძგს მისცემს კერძო ბიზნესის განვითარებას. კერძო ბიზნესს არ შეუძლია ძალიან დიდი რისკების მატარებელი იყოს. თუ როგორ უნდა შედგეს ბალანსი რისკებსა და შემოსავლებს შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია შესაძლებლობათა განვითარება. იაპონიის ბიზნესის მენტალობა განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, დაახლოებით 5 ათასი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც 200 წელზე მეტს ითვლის და აქედან 3 ათასი იაპონურია. არის თავისებური მინიშნებები თქვენთვის, რომელიც უნდა მიიღოს ბიზნესმა, თუ რატომ არის ასეთი მაღალი მდგრადობა იაპონურ კომპანიებში? ჩვენ საქართველოს ვეხმარებით, შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით, რათა განვითარების მდგრადი პროსეცი შეიქმნას“ - განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.