მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელჩი: კომპანია "ფერეროს" წვლილი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან დიდია

594cb1a6cb845
BM.GE
23.06.17 10:12
1485
"დამერწმუნეთ, რომ “ფერერო” კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი წარმატებული და ნათელი მაგალითია. ეს კომპანია ახერხებს, რომ იყოს ლოკალური და ამავდროულად გლობალურიც“, - ასე აფესებს კომპანიის საქმიანობას, იტალიის ელჩი საქართველოში. ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, ფერეროს ხელეწიფება მაქსიმალურად იზრუნოს იმ ტერიტორიასა და ადამიანებზე, რომლებსაც მისი საქმიანობა მოიცავს ამა თუ იმ ქვეყანაში.

"ფერერო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთერთი წარმატებული და ნათელი მაგალითია. ეს კომპანია ახერხებს, რომ იყოს ლოკალური და ამავდროულად გლობალურიც. ამავდროულად ფერეროს ხელეწიფება მაქსიმალურად იზრუნოს იმ ტერიტორიასა და ადამიანებზე, რომლებსაც მისი საქმიანობა მოიცავს ამა თ იმ ქვეყანაში. აღარაფერს ვიტყვი იმ მრავალრიცხოვან პროექტებზე რომლებიც ამ კომპანიამ საქართველოში განახორციელა წლების განმავლობაში. ფერერო უნდა იყოს ქართულ ბაზარზე, რადგან მისი წვლილი თუნდაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან დიდია", - ამბობს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები