"მოუთმენლად ველოდები პირს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იტალიასთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე", - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განუცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით მისასალმებელია კომერციული ატაშეების დანიშვნა. ელჩი თვლის, რომ იტალია ქართული პროდუქციისთვის შესაძლოა მიმზიდველი პლატფორმა გახდეს.
"ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს იდენტიპიცირებულ პირს. როდესაც საქმე ადამიანის მიმართ ნდობას ეხება, ის ყველთვის მეტს აკეთებს. ინფორმაციის გაცვლა, როგორც იტალიასთან ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროა კონკრეტული პიროვნება, ვისაც ეს ყველაფერი დაევალება. მე პირადად ნამდვილად ვეთანხმები კომერციული ატაშეების დანიშვნის თემას და მოუთმენლად ველოდები პირს ვინც იტალიასთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე იქნება პასუხისმგებელი", - განაცხადა ელჩმა.

























