"ქართულ ღვინოს შეუძლია ამერიკის ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავოს", - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა. მისი თქმით, ამერიკული ღვინის ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია, თუმცა ამ კუთხით საქართველოს პოტენციალი მაინც გააჩნია. ელჩის თქმითვე ამერიკის ბაზარზე საკმაოდ მზარდია ნაციონალურ და ნატურალურ პროდუქტებზე მოტხოვნა, რისი გამოყენებაც საქართველოს შეუძლია.
"საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის და ნატურალური საკვების კუთხით, ამისთვის ამერიკა მზარდი ბაზარია, არის უმარავი მაღაზია რომელიც მხოლოდ ნატურალურ საკკვებზეა ორიენტირებული . ჩვენ ქართული პროდუქციაც უნდა მოვახვედროთ ამ ბაზარზე. ობამას ადმინისტრაცია დიდად იყო ორიენტირებული და ფოკუსირებული სავაჭრო ურთიერთობებზე და პროგრამებზე. ახლა ახალ ადმინისტრაციას ველოდებით და ვფიქრობ, რომ მხარი დავუჭიროთ სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც", - განაცხადა ელჩმა.

























