„ეკონომიკური ატაშეების დანიშვნა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელუსუფლება გააქტიურდა უცხოური ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით და კონცენტრირდა კონკრეტულ საკითხებზე“, - განაცხადა BMG-სთან საუბრისას შვეიცარიის ფედერაციის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა. მისი თქმით, შვეიცარია ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების მიმართულებით უკვე არაერთი წელია მუშაობს.
"საქართველო ისევე რგოორც შვეიცარია პატარა ქვეყანაა და რასაკვირველია მას სჭირდება საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკაზე მუშაობა და მისი დახვეწა. საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კონკურენციასთან გამკლავებისთვის აუცილებლად გჭირდებათ ექსპორტის მოცულობის გაზრდა სხვადასხვა ქვეყნებში. ამას თავისთავად შეუწყობს ხელს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები რომლელიც უკვე გაქვთ არაერთი მიმართულებით, და ასევე ძალიან მალე გექნებათ შევიცარიასთანაც“, - აღნიშნავს ელჩი და განმარტავს, რომ კომერციული ატაშეების როლი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაში ძალიან დიდია, რადგან ისინი დაემხარებიან ქართულ კომპანიებს დროულად და ეფექტიანად წარსდგნენ უცხოურ ბაზარზე და სრული ინფროამცია ჰქონდეთ ეკონომიკური პროცესების შესახებ.

























