საქართველოს ვიზიტით სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის, - დეტალებზე ’’საქმიან დილასთან“ საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავა საუბრობს.
-ბატონო გიორგი, როგორ შეაჯამებდით შეხვედრას?
-ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებზე. შეხვედრა იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საქართველოს პრემიერმინისტრთან და პრეზიდენტთან. ეს სერიოზული ორგანიზაციაა, რომელიც 1981 წელს შეიქმნა. 6 მონარქის გაერთიანებაა, მსგავსი ევროკავშირისა, მოსახლეობით დაახლოებით 52 მილიონით, მათი მშპ 2 ტრილიონამდე აღწევს. ნავთობმომპოვებელი და გაზმომპოვებელი ქვეყნების სერიოზული გაერთიანებაა, რომელთა მსოფლიო წილი მაგალითად, ნავთობზე 30% მოდის, ხოლო ბუნებრივ აირზე 23%. სწორედ ამ სერიოზული გაერთიანების გენერალური მდივანი იყო ვიზიტით საქართველოში. იგი ბაჰრეინის მოქალაქეა, დიდი საგვარეულოს, დიდი გვარის ალ ზაიანების წარმომადგენელია. ეს იგივეა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი.
მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვინაიდან ხელს ვაწერდით. ეს ყურის ქვეყნებთან მრავალმხრივ ურთიერთობას ითვალისწინებს. საქართველოს ამ ქვეყნებთან ურთიერთობა ძალიან გააქტიურებული აქვს. პოლიტიკური თვალსაზრისით მჭიდრო ურთიერთობა გაგვაჩნია. პირადად მე საუდის არაბეთში ვარ და პრაქტიკულად ყურის ქვეყნების ნახევარს ვფარავ. ადრე კუვეიტიდან ვფარავდით ამ ქვეყნებს, რადგან თავიდან იქ გაიხსნა საელჩო, შემდეგ ყატარში და ახლა საუდის არაბეთში.
-რაც თქვენს დაქვემდებარებულ ქვეყნებს საქართველოს აკავშირებს, გასულ წელს ტურისტების მიმართულებით 200%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიმართულებების გამოყავით თავდაპირველად სავაჭრო ნაწილში, რა ხდება განსაკუთრებული?
-ცნობადობის მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც უფრო იცნობენ საქართველოს, მით უფრო მეტი ტურისტი მოდის. რაც მეტი ტურისტი შემოდის, მით უფრო მეტ პროდუქციას ნახულობს, ცდილობს შეიძინოს. ტურიზმი მართლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია. ვიზები გაუქმებულია ყურის თანამშრომლების ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც 3- თვიანი ვიზა მიეცათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყნებში ლეგალურად ცხოვრობენ და ბინადრობის საბუთები აქვთ. ამ ქვეყნის ტურისტებს ხარჯვითუნარიანობა ძალიან მაღალი აქვთ. სტატისტიკა ასეთია მაგალითად, საუდის არაბეთიდან 22 000-მდე ვიზიტორი ეწვია საქართველოს და მე კიდევ ვუმატებ ხოლმე იმ სტატისტიკას, რომელიც ადგილზე მაქვს იქ 8 000 ტურისტი, რომელიც იქნება ფილიპინელი, პაკისტანელი და ა.შ. რომლებიც ოჯახებს მოჰყავთ, ეს ის მოსამსახურეები არიან, რომლებიც მათთან მუშაობენ. საუდური ოჯახი პატარა არ არის, ხშირ შემთხვევაში ქმარი და რამდენიმე ცოლი, ბავშვები და დამატებით მათი მომვლელი. მომვლელები კი აზიის სხვა ქვეყნებიდან ყავთ.
-საქართველო რამდენად აკმაყოფილებს ასეთი ტიპის ტურისტებისთვის ყველა იმ კრიტერიუმს, რომელსაც მოითხოვენ?
-მათთვის მნიშვნელოვანია ბუნება, ფასები. გვეკითხებიან ხოლმე ქართველები სად უფრო ცდილობთ დროს გატარებას, მათ მთა ნაკლებად აინტერესებთ. უფრო ზღვით და მდინარეებთან არსებული მიდამოებით ინტერესდებიან. ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში და საუდის არაბეთი არ არის მხოლოდ ემირატები.
-საუდის არაბეთთან პირდაპირი ფრენა რომ გავხსენით 2015 წელს ტურისტების რაოდენობა ზუსტად 7-ჯერ გაიზარდა..
-იქ ოთხი ავიაკომპანია ოპერირებს "თურქიშ აირლაინსი", ’’ალ არაბია“, ’’კატერ ერ ვეისი“ და ’’ფლაი დუბაი“. მათ ზაფხულში ’’აირზენას“ ფრენები დაემატა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში იქირავა თითმფრინავი და ჩარტერი იყო არა დედაქალაქიდან, არამედ ერთ-ერთი დიდი ქალაქი დაბამიდან. მინდა აღვნიშნო, რომ პირდაპირი რეისები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საუდისთვის და საქართველოს ავიაკომპანიამ ’’აირზენა“ ჩვენ თხოვნით მოგვმართა, რომ ნებართვები მივიღოთ თბილისიდან და ბათუმიდან საუდის არაბეთის სამ დიდ ქალაქზე. ესენია ჯედა, დამაბი და რეატი. ეს 33 მილიონიანი ქვეყანაა, საიდანაც 23 მილიონი მდიდარი საუდია, რომელიც საქართველოში მოდის და ამას, რა თქმა უნდა, უნდა მივესალმოთ. სასიხარულოა ის ამბავიც, რომ გადაწყვეტილება მიიღეს და ბაჰრაიმ ქუმანიიდან მიმდინარე ზაფხულიდან პირდაპირი ფრენა დაიწყება თბილისში. სტატისტიკას თუ მივყვებით ზრდასთან დაკავშირებით, 10 000-მდე იყო შარშან, წელს 22 000. ბაჰრეინი პატარა ქვეყანაა, თუმცა, ომანიდან საკმაოდ დიდი ზრდა დაფიქსირდა. ზოგადად ყველა ქვეყნიდან 60 000-ზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა. ამას თანმხლები პირებიც რომ მივუმატოთ, ეს რიცხვი დაახლოებით 80 000-მდე გაიზრდება. ეს სერიოზული რიცხვია. აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდაა. ეს ჩვენი, საელჩოების ქმედითი მომენტია, იგივე პრესასთან ურთიერთობაში. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ ვინ ვართ, რა საშუალებები გაგვაჩნია. ბუნება, ისტორია, რა თქმა უნდა, კულტურა. მე საელჩოში ეს მასალები არაბულ ენაზე მაქვს მომზადებული. აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ წელს საუდის არაბეთიდან ვაჭრობამ 320%-ით მოიმატა. ძირითადად ეს ცხვარია, რომელიც 2015-2016 წლებში შემოვიდა და 100 000-მდე ცხვარი იყიდა მარტო საუდის არაბეთმა, ასევე გასულ წელს მსხვილფეხა საქონელი 1 500 თავამდე. მათ მინერალური წყალი აინტერესებთ, ასევე ჩვენი ლიმონათი მოსწონთ ძალიან და ამ ბაზარზე შემოსვლას ცდილობენ. თაფლითაც დაინტერესდნენ და კიდევ ბევრი სხვადასხვა პროდუქტით.
-ეს ყველაფერი საელჩოს მხრიდან კორდინირდება?
-ცხოვრების დონე იქ ძალიან მაღალია, თუმცა, მეორე მხარე კლიმატური პირობებია, რომელიც იქ ძალიან მკაცრია და თვითონ ქვეყნებიც განსხვავებულია. მაგალითად, იგივე დუბაიში აბსოლუტურად სხვა მიდგომებია იგივე ტურიზმთან მიმართებაში. საუდის არაბეთი იცით, რომ ორი წმინდა მეჩეთით არის, თვითონ მათ მეფესაც ასე ქვია ორი წმინდა მეჩეთის მფარველი და აქედან გამომდინარე, იქ გაცილებით მკაცრი რეჟიმია და სავიზო რეჟიმიც საკმაოდ გამკაცრებულია. იქ მოხვედრა მარტივი არ არის. მექას რეგიონთან ჯედა ძალიან მდიდარი რეგიონია, საიდანაც საქართველოთი დიდი დაინტერესებაა.

























