მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: თურქ ინვესტორებს 2008 წლის ომის დროსაც კი არ დაუტოვებიათ საქართველო

60c0fc222d6ad
თამთა ჯიჯავაძე
09.06.21 23:20
1174
2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო საქართველოში, არცერთი თურქი ინვესტორი არ წასულა ქვეყნიდან , - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თურქული ბიზნესების უმრავლესობა მდგრადია, ისევე როგორც მათ სჯერათ საქართველოს მდგრადობის.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება იმოქმედოს „ნამახვანჰესის“ საკითხმა თურქი ინვესტორების განწყობებზე, ელჩმა აღნიშნა:

„ვერ ვიტყვი რომ გავლენას ახდენს, ვინაიდან ჩვენ არ დავუშვებთ რომ ეს გავლენას ახდენდეს. ეს არ არის მხოლოდ თურქული ინვესტიცია, ეს ზოგადად ენერგოსექტორში ინვესტიციების ჩარჩოა, რაც დაკავშირებულია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან. ასე რომ, რაც უფრო მეტად სურთ ცალკეულ წრეებს ამ პროექტით მანიპულირება და მისი გამოყენება, რათა ქართულ-თურქულ ურთიერთობების საბოტაჟი გამოიწვიონ, ვფიქრობ, ისინი ამას ვერ მოახერხებენ. მათ ეს ვერ უნდა შეძლონ“.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც „ნამახვანჰესის“ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს, სხვა თურქი ინვესტორები მაინც ჩამოდიან, ესაუბრებიან საქართველოს მთავრობას, პარტნიორებს.

„ცხოვრება გრძელდება... თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოგვარდება ეს კონფლიქტი. ძალიან ნათლად ვამბობ, რომ ეს პროექტი არის საქართველოსთვის და საქართველოს მიერ. კომპანია, რომელიც არის თურქული ინვესტორი, დაფუძნებულია საქართველოში აქაური კანონმდებლობით და  ასაქმებს უამრავ ადგილობრივს“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები