მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელჩი: უკრაინაში არსებული ვითარება ბიზნესს სხვა ქვეყნებში ინვესტირებისკენ უბიძგებს

5c1b6c53ad815
BM.GE
20.12.18 16:00
620
უკრაინა ძალიან არის დაინტერესებული საქართველოთი,- ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე აცხადებს.

მისი თქმით, ის, რომ უკრაინაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, ბიზნესს უბიძგებს, თანხები სხვა ქვეყნებში დააბანდონ.

“სწორედ ის, რომ უკრაინაში არ არის სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა და არის საომარი ვითარება, ბიზნესს უბიძგებს იქითკენ, რომ ნახოს ახალი ბაზრები და დააბანდოს თანხები ამა თუ იმ სტაბილურ ქვეყანაში, სადაც არის კარგი ბიზნესკლიმატი. საქართველო კი, კარგი ბიზნესკლიმატის მაგალითით არის ერთ-ერთი უნიკალური მაგალითი რეგიონში”,- აცხადებს გელა დუმბაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები