მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩის რჩევა საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც თურქეთში დასაქმება სურთ

5da9ffbb0b58c
BM.GE
18.10.19 23:30
1854
გასულ წელს დაახლოებით, 27 000 გრძელვადიანი სამუშაო ვიზა გაიცა საქართველოს მოქალაქეებზე, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი ოფიციალურად რეგისტრირებული არაა.

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ის ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მუშაობის სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მიიღონ შესაბამისი ნებართვა.

„თუ ვიზას არ მოითხოვენ, მაშინ ისინი იქნებიან არალეგალები და თურქეთში ყოფნისას, თუ მაგალითად რამე მოხდა მუშაობისას, როდესაც საავადმყოფოში მივლენ, მოუწევთ თანხის გადახდა ან შეიძლება მათმა დამსაქმებელმა გადაიხადოს, მაგრამ არ ექნებათ სოციალური უსაფრთხოება. ეს არის უფლება და ეს არის მოვალეობაც. ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს საინფორმაციო ბუკლეტები საელჩოში, ბათუმის საკონსულოში, ინტერნეტში. თუ რაიმე კითხვა აქვთ, ჩვენ ღია ვართ ვუპასუხოთ. განსაკუთრებით ეს ეხება ქალებს და ბავშვებს. არასრულწლოვანთა შრომა თურქეთში არალეგალურია. ამიტომაც ჩვენი სურვილია, დავიცვათ მოწყვლადი ჯგუფები“, - აღნიშნა ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-ისთან საუბარში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები