საქართველოს პრემიუმ საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა - თბილისში ჩინური პრემიუმ ბრენდის, ჰონცის, ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. 1958 წელს დაარსებული ბრენდი, რომელიც ჩინეთში პრესტიჟისა და ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ მიიჩნევა, ქართულ ბაზარზე ოთხი მოდელით შემოდის. ჰონცი მომხმარებელს თანამედროვე ტექნოლოგიების, გამორჩეული დიზაინისა და პრემიუმ კომფორტის კომბინაციას სთავაზობს. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია E-Auto-ა, რომელმაც ახალი შოურუმი და ავტორიზებული სერვისცენტრი გახსნა.






























