მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ელემენტ ჰოლდინგმა“ $5 მლნ-ის ინვესტირებით რკინა-ბეტონის კონსტრუქციების წარმოება დაიწყო - როგორია მოთხოვნა?

64287be2b1605
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.23 09:22
3301
სტატიაში საუბარია:
„ელემენტ ჰოლდინგმა“ გასული წლის მიწურულს, 5 მლნ დოლარის ინვესტირებითა და „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით რკინა-ბეტონის საწარმო აამოქმედა.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქციით "ელემენტ კონსტრაქშენი" ინდუსტრიული მშენებლობის ჭრილში ექსკლუზიურად სარგებლობს.

გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას „ელემენტ ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაქრო ებელაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი წარმოების გახსნის მიზანი იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლებაა.

„რკინა-ბეტონის კონსტრუქციების წარმოებით იმპორტირებულ პროდუქტს ვანაცვლებთ და ადგილობრივ ბაზარს ბევრად უფრო დაბალბიუჯეტიან, თუმცა მაღალხარისხიან პროდუქტს ვთავაზობთ“, - ამბობს ებელაშვილი.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე სამშენებლო სფეროში რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, შესაბამისად ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად საწარმოს განვითარება გაგრძელდება.

„წარმოების განვითარება გაგრძელდება, რათა მასშტაბირება მოხდეს. ეს კი დამატებით ინვესტიციას საჭიროებს. დღეისთვის ადგილობრივ ბაზარზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ფეხს ვეღარ ვუწყობთ და აუცილებელია მოცულობების გაზრდა“, - აღნიშნავს ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნია, რომ დღეისთვის კახეთის გზატკეცილთან მდებარე საწარმო 30 მუდმივ სამუშაო ადგილს ქმნის, რაც მომავალში წარმოების განვითარებასთან ერთად გაიზარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები