მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ელემენტ ჰოლდინგს” გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა

“გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს” ღონისძიებაზე მონაწილეებს შორის იყო ელემენტ ჰოლდინგიც. კომპანიამ დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ელემენტ ჰოლდინგმა ჯილდო კატეგორიაში - „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ დაიმსახურა. „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ 2024 წლის გამარჯვებულები ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ ელემენტ ჰოლდინგი მდგრადობის მიმართულებით არაერთი საინტერესო ინიციატივის მხარდამჭერი და განმახორციელებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები