მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელემენტ ქონსთრაქშენი - თბილისის არქიტექტურის ფორუმის მთავარი მხარდამჭერი

თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში არქიტექტურის ფორუმი გაიმართა, რომლის მთავარი მხარდამჭერი კომპანია „ელემენტ ქონსთრაქშენი“ იყო. ღონისძიებამ საერთაშორისო პლატფორმა შექმნა, სადაც არქიტექტორებმა, ურბანისტებმა, დიზაინერებმა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებმა თემაზე „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“ იმსჯელეს. ფორუმის მიზანი იყო არქიტექტურის ტრადიციული აღქმის გაფართოება და იმ უხილავი ასპექტების წარმოჩენა, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები