მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელემენტი, რომლითაც სმარტფონი 5 დღე იმუშავებს

5e21f4d651842
BM.GE
18.01.20 00:20
4211
ავსტრალიელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ დახვეწეს და განავითარეს ახალი სახის ელემენტი, რომელითაც სმარტფონი 5 დღე იმუშავებს, ხოლო ელექტრომობილს ერთი დამუხტვით 1000 კილომეტრის გავლის საშუალება ექნება.
როგორც CNN-ი წერს, თუ ტექნოლოგიას ფართოდ გამოიყენებენ, ეს მსოფლიოს დაეხმარება უფრო ეფექტურ და მწვანე ენერგიაზე გადასვლაში.

ახალი სახის ელემენტზე, რომელსაც ლითიუმ-გოგირდის ელემენტს უწოდებენ, მელბურნის უნივერსიტეტის ჯგუფმა იმუშავა. მათი თქმით, მათ შექმნეს ელემენტი, რომელიც ტრადიციულ ელემენტებს ეფექტურობის თვალსაზრისით ოთხჯერ აჯობებს.

ამ დრომდე ყველაზე ფართოდ გავრცელებული ლითიუმ-იონის ელემენტებია. ლითიუმ-გოგირდის ელემენტებზე მომუშავე ჯგუფი აპირებს ავსტრალიაში დააპატენტონ ახალი ტიპის ელემენტი, რომელთა გატესტვა წლის ბოლოსთვის იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები