მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას და პარტია „დროას“ ანგარიშები დაუყადაღეს

ელენე ხოშტარია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერისა და პარტია „დროას“ თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მის პირად და პარტიის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

როგორც ხოშტარია წერს, დაყადაღების შედეგად ანგარიშებიდან მხოლოდ 17 ლარი მოიჭრა.

„დამაყადაღენ. მეც და „დროას“ ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი“, – წერს ის საკუთარ ფეისბუქზე.

ხოშტარია აღნიშნავს, რომ არ აპირებს სამართლებრივ პროცესებში მონაწილეობას.

„არასდროს არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას. ცეცხლი ოლიგარქიას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები