მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარიას სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა, პროცესზე რომელსაც თავად ხოშტარია არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება 14 სექტემბერს მომხდარ ფაქტს, როდესაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მის ბანერზე გაკეთდა წარწერები – „რუსული ოცნება“ და „კალაძე რუსი“. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში ხოშტარიამ თავად გაავრცელა და განმარტა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა სამოქალაქო აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ანალოგიური ბრალდებით იყო დაკავებული და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ელენე ხოშტარიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის ფარგლებში ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები