მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელენე ოთარაშვილი WOMEN IN TOURISM EXCELLENCE AWARD-ის გამარჯვებულია

ელენე ოთარაშვილი WOMEN IN TOURISM EXCELLENCE AWARD-ის გამარჯვებულია
13.10.25 12:37
3261

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს მეათე საიუბილეო ცერემონიაზე, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალურმა მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში: Women In Tourism Excellence Award.

ეს ჯილდო აღიარებს ტურიზმის ინდუსტრიის გამორჩეულ ქალებს, რომლებმაც გამორჩეული ლიდერობითა და ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სფეროს განვითარებაში და შთააგონეს სხვები.

„ამ ჯილდოს ვუძღვნი ყველა გოგონას, ვინც დღეს თავს ჯერ კიდევ შეუმჩნევლად გრძნობს და ეჭვობს საკუთარ შესაძლებლობებში. იცოდეთ, რომ თუ გულით გჯერა და ბოლომდე იხარჯები საყვარელი საქმისთვის, შეუძლებელი არაფერია! ეს გამარჯვება, თითქოს ერთგვარი შეჯამებაა ჩემი აქამდე განვლილი გზის, მუდმივი ძიების, პატარა თუ დიდი გამარჯვებების. ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს. ჩვენს ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს და მჯერა, რომ ახალი მიდგომებით და სწორი სტრატეგიული ნაბიჯებით, შეგვიძლია საქართველო გავხადოთ ბევრად უფრო მიმზიდველი მიმართულება მსოფლიო რუკაზე.“ - აღნიშნა ელენე ოთარაშვილმა.

ელენემ ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობა წლების წინ, მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ დაიწყო. მისი საინტერესო გზა ამ სფეროში „შატო მუხრანში“ დაიწყო, სადაც მისი ლიდერობით, დიდი წარმატებით განვითარდა კომპანიის ახალი ბიზნეს მიმართულებები: ღვინის ტურიზმი და MICE ტურიზმი. ელენემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ უნიკალური ისტორიის მქონე ადგილის აღორძინებაში და ღვინის ტურიზმის უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრებაში.

ელენე ოთარაშვილი სხვადასხვა დროს წარმატებით ხელმძღვანელობდა ტურიზმის ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს, როგორებიცაა: Tsinandali Estate A Radisson Collection Hotel, Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi, Vazisubani Estate. იგი გახლავთ „საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ასევე „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ღვინის ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი.

ელენე საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. მან, ქართულ-ამერიკული უნივერსტეტისა და USAID-ის მხარდაჭერით, შექმნა და წარმატებით განახორციელა ღვინის ტურიზმის მენეჯმენტის კურსი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმა Favikon-ის მიერ, ელენე დასახელდა საქართველოს 10 ყველაზე გავლენიან LinkedIn ინფლუენსერთა შორის.

ამჟამად, ელენე ოთარაშვილი სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალური მენეჯერია, სადაც პრე-ოფენინგის პერიოდიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით, სასტუმრომ მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. სასტუმრო, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურისტული დაჯილდოების WORLD TRAVEL AWARD-ის ორგზის გამარჯვებულია, ნომინაციაში LEADING DESIGN HOTEL.

წამყვანი საერთაშორისო ჰოსპიტალიტი ჯგუფის, LOUVRE HOTELS-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში, სასტუმრო დაჯილდოვდა ორ ნომინაციაში: "Best Marketing Exposure" – ბრენდის საუკეთესო სტრატეგიული პოზიციონირებისთვის და "Your Voice! Hotel Best Scorer". ეს ბოლო ნომინაცია აღნიშნავს თანამშრომელთა კმაყოფილების ინდექსს, რომელიც დგინდება ონლაინ გამოკითხვით. სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-მა მოიპოვა თანამშრომლების კმაყოფილების ყველაზე მაღალი ქულა (92%), რაც ზუსტად ასახავს ელენეს გამორჩეულ ლიდერობას. აღსანიშნავია, რომ Louvre Hotels Group 70 ქვეყანაში 1700 სასტუმროს მართავს.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის პლატფორმა, რომელიც სანდო და მრავალფაზიანი შეფასების სისტემით, ავლენს გამარჯვებულ კომპანიებს და პროფესიონალებს ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით. დაჯილდოების მიზანია ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციის, ხარისხის, ინდუსტრიის სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის ხელშეწყობა.


ნომინანტების შეფასების პროცესი განხორციელდა მრავალფაზიანი შეფასების ეტაპებით. თავდაპირველად, ონლაინ ხმის მიცემით, ხოლო მეორე ეტაპზე, კომპეტენტური ჟიურის ჩართულობით.

შეფასების პროცესი წარმართა საერთაშორისო კომპანია Grant Thornton-მა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული და საკონსულტაციო ორგანიზაციაა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები