მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ელექტრო დამტენების დამონტაჟება უახლოეს დღეებში დაიწყება, 59 განაცხადი გვაქვს მიღებული"

5c9b2a4cad4b0
ლევან თაღიაშვილი
27.03.19 11:50
569
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისში ელექტრო ავტომობილების დამტენების დამონტაჟება უახლოეს დღეებში დაიწყება.

მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვა უკვე დასრულებულია და მასში „ქართლი ენერჯიმ“ გაიმარჯვა.

კალაძის განმარტებით,  ელექტრო დამტენის დამონტაჟების მოთხოვნით, chargers.tbilisi.gov.ge-ზე მოქალაქეებმა უკვე 59 განაცხადი შეიტანეს.

„მერიამ ისეთი მოდელი მოიფიქრა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტს არ მოუწევს ელექტრო დამტენების დამონტაჟებისთვის თანხის გადახდა. გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა და გვყავს გამარჯვებული კომპანია. „ქართლი ენერჯი“ დაამონტაჟებს ავტომობილის ელექტრო დამტენებს იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც მოქალაქეებმა ეს მოითხოვეს. ამ დროისთვის chargers.tbilisi.gov.ge-ზე 59 მოთხოვნაა შემოსული. მომდევნო დღეებში უკვე დავიწყებთ პროექტის განხორციელებას", - აცხადებს კალაძე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები