მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროდამტენების პროგრამის შეჩერების გამო, 16 შტატი ტრამპს უჩივის

დამტენი

16-მა ამერიკულმა შტატმა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს კოლექტიური სარჩელით მიმართა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგაა მიმართული და მას ელექტროდამტენების ფედერალური პროგრამის შეწყვეტის გამო ადანაშაულებს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნის საფუძველზე, ტრანსპორტის დეპარტამენტი აღარ ამტკიცებს ახალ პროექტებს ელექტროდამტენების მოწყობასთან და დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის $1-ტრილიონიანი ინფრასტრუქტურული ბიუჯეტის საკვანძო ნაწილი იყო.

როგორც სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტშია აღნიშნული, ტრამპის სურვილების მიუხედავად, დამტკიცებული პროექტი უნდა განხორციელდეს და მისი ხელოვნურად შეზღუდვის უფლება ტრამპს არ აქვს.

აღნიშნული პროგრამა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი იყო, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროდამტენების ქსელი უნდა განევითარებინა, თუმცა 2025 წლიდან პროგრამა ფაქტობრივად შეჩერებულია.

ტრამპის განცხადებით, ელექტრომობილების პოპულარიზაციაზე ფედერალური ბიუჯეტი არ უნდა იხარჯებოდეს და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო ინვესტიცია კომპანიებმა თავად უნდა გაიღონ. ამ სულისკვეთებით ტრამპმა ელექტრომობილების შეძენისათვის არსებული 7,500-დოლარიანი სუბსიდიაც გააუქმა, რომელმაც EV-ებზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები