მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროძრავით აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფასი 20%-ით მცირდება

5c7d320e1a6ea
თელარა გელანტია
04.03.19 19:00
808
M1 კატეგორიის ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური 20%-ით მცირდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების რეგლამენტში შევიდა.

ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ტექინსპექტირების საფასური ასეთი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მხოლოდ 48 ლარი იქნება.

რეგლამენტის თანახმად, M1 კატეგორიისაა ავტოტრანსპორტი, რომელსაც მძღოლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები