ელექტროენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის სამუშაო ვერსია მზად არის. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ თორნიკე რიჟვაძემ "საქმის კურსს" განუცხადა, კანონპროექტი ბაზრის მოწყობის ახალი მოდელის დანერგვას და ევროკავშირის დირექტივების მე-3 პაკეტში განსაზღვრულ სხვა მიდგომებს ითვალისწინებს. დოკუმენტის შინაარსი დეტალურად სავარაუდოდ მიმდინარე, საშემოდგომო სესიაზე გახდება ცნობილი.
მისივე ინფორმაციით, სამინისტროს კანონპროექტის მისაღებად ვადა მომდევნო წლის ბოლომდე აქვს.
რაც შეეხება ბუნებრივი გაზის ბაზარს, ამ მიმართულებით სამინისტრო დამოუკიდებელ კანონპროექტზე მუშაობს.

























