მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგეტიკულ სექტორში Edison -ის საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება

ელექტროენერგეტიკულ სექტორში Edison -ის საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება
23.07.24 13:04
1099

საქართველოს რეალობისთვის სრულიად ახალი კონცეფციის გაერთიანება, პროფესიული საზოგადოების ცენტრი (community center) პირველ ღონისძიებაზე დასასწრებად დაინტერესებულ ადამიანებს ეპატიჟება.

თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტების გამაერთიანებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა.
ედისონის ცენტრის მიზანია, საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყოს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის თითოეული კომპონენტის, - გამომუშავების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების გაუმჯობესებას, მის ევროპულ სტანდარტთან ჰარმონიზაციას და ტრანფორმაციულ ცვლილებას. დასახული ამოცანის შესასრულებლად ცენტრი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებსა და აქტივობებს.

ედისონის ცენტრი არ არის ერთი ჯგუფის საკუთრება. მისი კონცეფცია აგებულია საზოგადოების ცენტრის, community center-ის პრინციპზე. ელექტროენერგეტიკულ ინდუსტრიაში მომუშავე სპეციალისტების გამაერთიანებელ საზოგადოების ცენტრად დაპოზიციონერების მიზნით, ედისონის ცენტრი დასაწყისშივე, მის ოფიციალურ გახსნამდე აინიცირებს სპეციალისტების აკადემიურ გუნდში შემოერთებას.

3 აგვისტოს ცენტრი პირველ ღონისძიებას, „თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის“, - მართავს.

დამსწრე აუდიტორია ღონისძიებაზე გაიცნობს ედისონის ცენტრის კონცეფციას და მის სასწავლო მიმართულებას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღონისძიებაზე დამსწრე სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ ინიციატივა გამოიჩინონ და ჩაერთონ ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებში, გახდნენ ტრენერები და მონაწილეობა მიიღონ სასწავლო მოდულების შედგენის პროცესში.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობას შეძლებთ ედისონის სოციალური მედიის გვერდებზე:
https://www.facebook.com/share/v/jR22V959X1gok2bq/?mibextid=WC7FNe

https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7221147587720994817/?actorCompanyId=103949930

ამ თუ სხვა ღონისძიებისა და აქტივობების შედეგად, ედისონის ცენტრის მიზანია სასწავლო პროცესის საუკეთესო აკადემიური პერსონალით დაკომპლექტება.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები