მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიას და გაზის სექტორს საერთო ბირჟა ექნება - მთავრობის გეგმა

რომეო მიქაუტაძე

მთავრობა გეგმავს, ელექტროენერგიისა და გაზის ბირჟა ერთდროულად, შერწყმულად აამოქმედოს. როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, კანონი ამ ორი ბირჟის სხვადასხვა დროს ამოქმედებას ითვალისწინებს, თუმცა საოპერაციო ხარჯების დაზოგვისა თუ სხვა მიზნებით, ორივე ბირჟის ერთდროულად ამოქმედება იგეგმება. 

მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უკვე მეექვსედ გადავადდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბირჟის გადავადების მიზეზად კვლავ გეოპოლიტიკური მოვლენები დაასახელა, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი უჭირს.

"გაზის ნაწილშიც გვაქვს ეს ვალდებულება აღებული, თუმცა ელექტროენერგიის კუთხით უფრო წინ ვართ. ეს ჩვენმა პარტნიორებმაც იციან. იყო ხედვა, რომ გაზის ბირჟა ცალკე ყოფილიყო, ხოლო ენერგეტიკული - ცალკე. მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა [სამინისტროში] და გავაანალიზეთ, რომ გაზის სექტორი ბევრად უფრო ნაკლები მოთამაშით ხასიათდება, ვიდრე ელექტროენერგიის, ვაპირებთ ეს ორი ბირჟა ერთმანეთს შეერწყას და იყოს ელექტროენერგეტიკისა და გაზის ბირჟა, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაშია დანერგილი. მოლაპარაკება გვქონდა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და ჩვენს სხვა პარტნიორებთან, რომლებიც გვეთანხმებიან და გვეუბნებიან, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რათა არ გაიზარდოს საოპერაციო ხარჯები. ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ძალიან მალე იქნება ცვლილება შეტანილი", - განაცხადა მიქაუტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები