მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის ახალ აბონენტებს გამრიცხველიანება 300 ლარით გაუძვირდებათ

60df5c811c979
ანუკა ჯოხაძე
03.07.21 00:30
2326
ჭკვიანი მრიცხველების დაყენება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სავალდებულო იმ ახალი საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსებისთვის გახდება, რომლებიც განაცხადს გამრიცხველიანების შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შეიტანენ. ჭკვიანი მრიცხველი თავად დისტანციურად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას, შესაბამისად, აღმრიცხველს მონაცემების მისაღებად ადგილზე მისვლა აღარ დასჭირდება. ამასთან, ჭკვიანი მრიცხველი შესაძლებლობას იძლევა თავად ჩართოს ან გათიშოს ელექტროენერგია. როგორც სემეკში აცხადებენ, ჭკვიან მრიცხველებს როგორც მომხმარებლებისთვის ისე კომპანიებისთვის კიდევ არაერთი უპირატესობა ექნება.

როგორც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, ჭკვიანი მრიცხველებით აღჭურვა ახალი კორპუსების კომპანიის მხრიდან დამატებით ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისად, მისი თქმით, ახალ აბონენტებს გამრიცხველიანების პროცესი გაუძვირდებათ. ვარდიაშვილის განმარტებით, ჭკვიანი მრიცხველის დაყენება, რომლის ვალდებულება 1 ოქტომბრიდან ახალ აბონენტებს ექნებათ, მომხმარებლისთვის 300 ლარით გააძვირებს გამრიცხველიანების პროცესს. თუმცა, ვარდიაშვილი იმასაც ამბობს, რომ მას არანაირი გავლენა არ ექნება ელექტროენერგიის ტარიფზე.

“ჭკვიანი მრიცხველების ვალდებულება აუცილებლად გააძვირებს დაერთების საფასურს, იმიტომ რომ ის ეღირება უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი მრიცხველები, ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით. თუ მაგალითად რაღაც პაკეტი ითვალისწინებდა კონკრეტულ თანხას, ჭკვიანი მრიცხველის შემთხვევაში ეს თანხა იქნება უფრო მეტი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტარიფის გაძვირებას არ გამოიწვევს. უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ ახალი კორპუსის მშენებლობა თუ დასრულდება 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ და ის იქნება ჭკვიანი მრიცხველებით აღჭურვილი მომხმარებლებისთვის ტარიფის გაძვირებას არ გამოიწვევს.”-აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები