ენერგეტიკის სექტორი ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინიციატივით მიმართავს. ბიზნესი CFD სქემის ფარგლებში ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პროექტების გათვალისწინებას ითხოვს. ენერგიის შემნახველი სადგურები მოხმარება-მიწოდების და განახლებადი ენერგიის წყაროების მიერ გამოწვეული უბალანსობის გასანეიტრალებლად გამოიყენება, რა პრაქტიკაც ჯერ საქართველოში არ მუშაობს. რას სთავაზობს ბიზნესი მთავრობას და რა უპირატესობები აქვს ელექტროენერგიის დამაგროვებელ სისტემებს, ელენე გოგბერაშვილი ესაუბრა კერძო სექტორს.