თურქეთში ფასების დასტაბილურების ფონზე, მიმდინარე წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობაში მნიშვნელოვანი კლება არ იქნება - ამის შესახებ TBC Capital-ში აცხადებენ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ქართული გენერაციის ობიექტებისთვის თურქეთის ბაზარზე ექსპორტი კვლავ საინტერესოა. თუმცა მოლოდინია, რომ წლიურად ფასების შემცირების ფონზე, მკვეთრი კლება იქნება ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში. ამ მიმართულებით მიმდინარე წლის ხუთ თვეში თითქმის 40%-იანი კლება უკვე დაფიქსირდა. როგორია ფასები მთავარ საექსპორტო ბაზარზე და რა მოლოდინებია ელექტროენერგიის ექსპორტის მიმართულებით.