მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის ფასები საქართველოსა და თურქეთში

5b0fdd88adb08
BM.GE
31.05.18 15:31
1269
საინვესტიციო ორგანიზაცია Galt&Taggart-ის ინფორმაციით, აპრილში იმპორტის საშუალო ფასი წლიურად 24.2%-ით გაიზარდა 4.6 აშშ ცენტიდან 5.7 აშშ ცენტამდე. ეს ძირითადად აიხსნება წინა წლის დაბალი ბაზით, რაც უკავშირდებოდა აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის სუბსიდირებულ ფასად იმპორტს სალხინოს ელექტროგადამცემი ხაზით.

იმპორტის საშუალო ფასის ზრდის მიუხედავად, საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი 2018 წლის აპრილში წლიურად მხოლოდ 5.0%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.0 აშშ ცენტი შეადგინა. ასეთი მცირედი ზრდა იმპორტის მოცულობის შემცირებით აიხსნება. საბალანსო ბაზარზე ჯამური მიწოდებული ელექტროენერგიის 17.7% ივაჭრებოდა, შედარებისთვის წინა წლით აპრილში ეს წილი 26.0%-ს შეადგენდა.

თურქეთში საშუალო საბაზრო ფასი აპრილში წლიურად 18.8%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 4.8 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 3.8%-ით ნაკლებია საქართველოს საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე. 2018 წლის აპრილის თვეში ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 2.9 აშშ ცენტი შეადგინა. ჩვენი ვარაუდით, ექსპორტის ასეთი დაბალი საშუალო ფასი გამოწვეულია რუსეთში ექსპორტის მაღალი წილით (38.0%), რომელიც ძირითადად დაბალ ფასად ხორციელდება და აგრეთვე, ესკოს მიერ თებერვალში გაფორმებული ბარტერით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები