საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი მაისში წლიურად 39.2%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.4 აშშ ცენტი შეადგინა (რაც 2017 წლის მაისში 3.9 აშშ ცენტს შეადგენდა). ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა საბალანსო ელექტროენერგიაში იმპორტის მაღალი წილით აიხსნება. მაისში იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 5.8 აშშ ცენტი იყო. საბალანსო ბაზარზე ესკოს გავლით ჯამური მიწოდებული ელექტროენერგიის მხოლოდ 7.0% ივაჭრებოდა.
2018 წლის მაისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 2.9 აშშ ცენტი შეადგინა (-3.8% წ/წ). ამასთან, საქართველოსთვის ძირითად საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში - ადგილობრივი ფასი წლიურად 6.0%-ით დაეცა და კვტ.სთ-ზე 4.1 აშშ ცენტი შეადგინა.
G&T