მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროენერგიის ფასები საქართველოსა და თურქეთში

5b80fdf8e40b4
BM.GE
25.08.18 12:00
1093
2018 წლის ივნისში, საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი წლიურად 2.9%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.2 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ბაზარზე ესკოს გავლით ჯამური მიწოდებული ელექტროენერგიის მხოლოდ 3.9% ივაჭრებოდა. ივნისში, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 3.2 აშშ ცენტი იყო. თურქეთში საშუალო საბაზრო ფასი წლიურად 5.8%-ით შემცირდა წინა წლის საკმაოდ დაბალი ბაზიდან (-17.0% წ/წ) და კვტ.სთ-ზე 4.1 აშშ ცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის საშუალო საბაზრო ფასი 1.1 აშშ ცენტით (21.6%-ით) ჩამორჩება საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასს.

წყარო: G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები