იმპორტის საშუალო ფასი იანვარში წლიურად 3.2%-ით გაიზარდა და კვტ.სთ.-ზე 5.1 აშშ ცენტი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ელექტროენერგიის საბალანსო ფასის 2018 წლის იანვარში მცირედით შემცირდა (-1.1%წ/წ) და კვტ.სთ.-ზე 5.0 აშშ ცენტი შეადგინა. G&T-ის ინფორმაციით, საბალანსო ბაზარზე ივაჭრებოდა ჯამური მიწოდებული ელექტროენერგიის 19.7%, ხოლო დანარჩენი ვაჭრობა ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა. თურქეთში 2018 წლის იანვარში საშუალო საბაზრო ფასი წლიურად 2.4%-ით შემცირდა და კვტ.სთ.-ზე 4.9 აშშ ცენტი შეადგინა.