ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასი მარტში წლიურად 26.9%-ით გაიზარდა 3.4 აშშ ცენტიდან 5.0 აშშ ცენტამდე. ეს ზრდა ძირითადად აიხსნება 2017 წლის მარტის დაბალი ბაზით, რაც უკავშირდებოდა აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის სუბსიდირებულ ფასად იმპორტს. იმპორტის საშუალო ფასის ზრდის მიუხედავად, ელექტროენერგიის საბალანსო ფასი 2018 წლის მარტში წლიურად მხოლოდ 2.3%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.0 აშშ ცენტი შეადგინა. ასეთი მცირედი ზრდა იმპორტის მოცულობის შემცირებით აიხსნება. საბალანსო ბაზარზე ჯამური მიწოდებული ელექტროენერგიის 24.4% ივაჭრებოდა, შედარებისთვის წინა წლით მარტში ეს წილი 30.7%-ს შეადგენდა. თურქეთში საშუალო საბაზრო ფასი წლიურად 2.4%-ით შემცირდა და კვტ.სთ-ზე 4.1 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 17.2%-ით ნაკლებია საქართველოს საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე.