2018 წლის სექტემბერში, საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 4.5 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ბაზარზე ესკოს გავლით ჯამური მიწოდებული ელექტროენერგიის 24.1% ივაჭრებოდა. სექტემბერში, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასი წლიურად 12.7%-ით შემცირდა და კვტ.სთ-ზე 4.2 აშშ ცენტი შეადგინა. იმპორტის საშუალო ფასის კლება შესაძლოა აიხსნას ესკოს მიერ იმპორტზე ჩატარებული ტენდერით. თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო საბაზრო ფასი თურქულ ლირაში მკვეთრად (+80.7% წ/წ) გაიზარდა, თუმცა დოლარში ფასი 1.6%-ით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, ეს არის ბაზრის რეაქცია ლირის მკვეთრ გაუფასურებაზე, რადგან თურქეთის ენერგეტიკული ბაზარი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია დოლარზე და შესაბამისად მყისიერად რეაგირებს ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებაზე. 2018 წლის სექტემბერში, თურქეთის საშუალო საბაზრო ფასმა კვტ.სთ.-ზე 5.2 აშშ ცენტი შეადგინა.
წყარო: G&T