ნეტო აღრიცხვის სისტემაში სიმძლავრე 500 კილოვატიდან 100 კილოვატამდე აღარ შემცირდება, გადაწყვეტილება სემეკმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. დღეს მიმდინარე განხილვაზე ენერგო პრო ჯორჯია სიმძლავრის შემცირებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ უკვე შეივსო 14%იანი ლიმიტი დამატებით დატვირთვას კი ქსელი ვერ გაუძლებდა. სემეკმა დაადასტურა, რომ დამატებით ენერგო პროს ქსელში სიმძლავრეების ინტეგრაცია შესაძლებელია, ამიტომ ერთის მხრივ სიმძლავრე 500 დან -100 კილოვატამდე არ შეამცირა, 14%_იანი ზღვარი კი როგორც ენერგო პროს, ისე თელასის შემთხვევაში 20% მდე გაზარდა. რა არგუმენტები მიიღო მხედველობაში მარეგულირებელმა და როგორ აფასებს მიღებულ გადაწყვეტილებას კერძო სექტორი?