აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის ე.წ შუამავალი კომპანიების გარეშე განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც დღეს ირაკლი კობახიძემ bmg-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აზერბაიჯანიდან დენის იმპორტისას ქართული მხარე წინა ფასთან შედარებით 0.2 დოლარცენტით ნაკლებს იხდის. ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ შუამავალი კომპანიების "ჩახსნა" ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახება. რა დანაზოგი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ მიმართულებით და აისახება თუ არა ეს ცვლილება სამომხმარებლო ტარიფზე?






























