ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. ვიდრე ოფიციალური უწყებები კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრებენ, ენერგეტიკოსები ვარაუდობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვა ერთმანეთთან დაკავშირებულმა რამდენიმე ფაქტმა გამოიწვია. მათი შეფასებით, ელექტროენერგიის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა დამატებით გაძლიერებას საჭიროებს. რა შეფასებები კეთდება ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება მსგავსი რისკების შემცირება.


































