მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, ჰესების გამომუშავება შემცირდა - რა ტენდენციებია ბაზარზე?

აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა, ჰიდროგენერაცია კი ბოლო 5 წლის მინიმუმზეა, რის გამოც თბოსადგურსა და იმპორტზე დამოკიდებულება 20.7%-ს შეადგენდა. Galt & Taggart-ის შეფასებით, წლის პირველი ოთხი თვის ჯამური მაჩვენებლით, ელექტროენერგიის მოხმარება 6.6%-ით არის გაზრდილი, მაშინ როცა საშუალო მოლოდინი 4%-ს შეადგენდა. მოხმარება ძირითადად, მოსახლეობის, ბიზნეს სექტორისა და აფხაზეთის რეგიონის ხარჯზე გაიზარდა. მაისში ბირჟაზე ვაჭრობაც გააქტიურდა. პირველი მაისიდან დღემდე დაახლოებით 25 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა. საშუალო ფასი კვტ.სთ 11.5 თეთრი იყო. რა ტენდენციებია ელექტროენერგიის ბაზარზე, და რამ განაპირობა ერთი მხრივ, ბირჟაზე ვაჭრობის გააქტიურება, ხოლო მეორე მხრივ, კი, იმპორტის წილის ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები