მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

5acf8719d2a2e
BM.GE
12.04.18 22:00
856
ელექტროენერგიის შიდა მოხმარება თებერვალში წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, რაც დაგეგმილზე მცირედით, 2.5%-ით ნაკლებია. G&T-ის ინფორმაციით, მოხმარების ზრდა გამოწვეული იყო სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარების ზრდით: 1) ენერგო-პრო ჯორჯიას მოხმარება წლიურად 16.3%- ით გაიზარდა, რაც შეიძლება დავუკავშიროთ ახალი აბონენტების დამატებას; 2) თელასის მოხმარება წლიურად 2.3%-ით გაიზარდა, წინა წლის მაღალი ბაზიდან (+8.3% წ/წ).

ელექტროენერგიის ექსპორტი 2018 წლის თებერვალში არ განხორციელებულა, ხოლო ელექტროენერგიის ტრანზიტმა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით 13.4 გვტ.სთ შეადგინა (-17.6% წ/წ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები